თინა ხიდაშელი: სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ბევრი გადაჯგუფება მოხდება

news
ავტ.: news აგვისტო 1, 2015 14:08

თინა ხიდაშელი: სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ბევრი გადაჯგუფება მოხდება

სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ბევრი გადაჯგუფება მოხდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ცვლილებები როგორც სასროლეთებს, ისე სამხედრო ნაწილებს შეეხებათ.
“ბაზებთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიცვლება და ბევრი გადაჯგუფება მოხდება. გორში, რა თქმა უნდა, დარჩება სამხედრო ნაწილი, მაგრამ მთელ საქართველოში ძალიან ბევრ ადგილზე როგორც სასროლეთებზე, ისე სამხედრო ნაწილებში რიგი გადაჯგუფებები იქნება, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ შესაბამის საექსპერტო დასკვნებზე დაყრდნობით და არა ემოციის, იმის გამო, რომ ვიღაც ფიქრობს, რომ სროლების გამო პრობლემები ექნება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება უშუალოდ გორის სასროლეთს, რომლის გადატანასაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, დადებული პირობის თანახმად ტერიტორიაზე შედარებით მცირეკალიბრიანი სროლები მოხდება.
“პირობა რომელიც დაიდო იყო იმის შესახებ, რომ მოხდებოდა მცირეკალიბრიანი სროლები. ის, რომ აღარ იქნებოდა სასროლეთი ამის პირობა არავის დაუდია. გორში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არსებობს ეს პოლიგონი და მიმდინარეობს სროლები. თუ დღეს რაიმე დამძიმდა, ამას გამოვიკვლევთ და აბსოლუტურად ადეკვატურ პასუხს გავცემთ, მაგრამ თუ ვითარება ისეთივეა როგორიც იყო ამ ათწლეულების განმავლობაში, მაშინ მხოლოდ იმიტომ, რომ 10 კაცი აქციაზე გამოვიდა ეს ვერ იქნება საკმარისი პირობა იმისთვის, რომ რაღაც პრინციპულად შევცვალოთ”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

news
ავტ.: news აგვისტო 1, 2015 14:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics