თინა ხიდაშელი – რუსეთის პროვოკაციებზე ჩვენ გვაქვს ევროპული პასუხი

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 18:55

თინა ხიდაშელი – რუსეთის პროვოკაციებზე ჩვენ გვაქვს ევროპული პასუხი

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის პროვოკაციებზე ჩვენ გვაქვს ევროპული პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

სხვა სტატიები

რუსეთის პროვოკაციებზე ჩვენ გვაქვს ევროპული პასუხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩვენი არსებობა მათთვის უკვე პროვოკაციაა.
“ჩვენი არსებობა მათთვის უკვე პროვოკაციაა. შესაბამისად, საქართველო მიმავალი ევროპისკენაც პროვოკაციაა. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ჩვენთვის და აბსოლუტურად არ გადაგვახვევინებს იმ გზიდან, რომელიც ავირჩიეთ. საქართველოს ამოცანა არის აღადგინოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დაიბრუნოს მოსახლეობა, რომელიც პირობითი საზღვრის მეორე მხარეს დარჩა და განამტკიცოს სახელმწიფოებრიობა. ამ გზაზე მზად ვართ მოვითმინოთ აბსოლუტურად ყველანაირი პროვოკაცია იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. ეს არის გეგმაზომიერი პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ბევრი ნიშანია იმის დასტური, რომ ამ გზაზე პროგრესი სახეზეა, ამიტომ თიბილოვმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გაგვაჩერებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მთავარი მადლობა, რომელიც საქართველოს მთავრობის წევრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისგან მიიღეს, უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ “ჩვენ ემოციებს არ ვყვებით”.
“მთავარი მადლობა რაც ჩვენ მათგან გვესმის ამ პროვოკაციებზე არის ის, რომ ჩვენ ემოციებს არ ვყვებით და პრაგმატული, ევროპული პასუხი გვაქვს ასეთი ტიპის ქმედებებზე, რუსეთის პროვოკაციებზე”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 18:55