თინა ხიდაშელი რუსეთის გადაწყვეტილებაზე – კარგია, როდესაც რაღაც ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 11:10

თინა ხიდაშელი რუსეთის გადაწყვეტილებაზე – კარგია, როდესაც რაღაც ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება

მნიშვნელოვანი

  • კარგია, როდესაც რაღაცა ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება, თუმცა სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც აქამდე ხდებოდა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის კონტრსანქციების დაუწესებლობაზე კომენტირებისას განაცხადა.

სხვა სტატიები

კარგია, როდესაც რაღაცა ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება, თუმცა სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც აქამდე ხდებოდა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის კონტრსანქციების დაუწესებლობაზე კომენტირებისას განაცხადა.
“რუსეთის კონტრსანქციებში საქართველო არ მოხვდა. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, გადაწყვეტილებას ისინი იღებენ. კარგია, როდესაც რაღაც ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება. თუმცა სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც აქამდე ხდებოდა. სხვა სიახლეს ამაში ვერ ვხედავ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველო რუსეთის კონტრსანქციაში არ მოხვდა, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.
“ამ დროისთვის რუსეთსა და საქართველოს არ გააჩნიათ აქტიური ურთიერთობა და დიდი საქონელბრუნვა; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა”, – ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
მათივე თქმით, ამის გამო მიღებული იყო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ შესულიყო, ვის მიმართაც კონტრსანქცია განხორციელდა.

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 11:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics