თინა ხიდაშელი: პრემიერს გაეროში ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება

news
ავტ.: news სექტემბერი 26, 2015 12:37

თინა ხიდაშელი: პრემიერს გაეროში ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე ნიუ-იორკშია. ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს სამიტზე სიტყვით გამოსვლა თემით – “2015 წლის შემდგომი განვითარება”, დღეს იგეგმება.

პრემიერის გამოსვლას ქართული დელეგაცია და საქართველოს ელჩი აშშ–ში დაესწრებიან.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს დღეს თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

„დაველოდოთ პრემიერის გამოსვლას, მას ძალიან საინტერესო მოხსენება ექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც. შედეგზე ორიენტირებული იქნება სამიტი, რომელიც მეორე დღეს ტარდება და რომელიც გაეროს სამშვიდობო ოპერაციებთან დაკავშირებით ტარდება. ის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ კონფლიქტის, ომის თუ კრიზისებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს რეგიონშია. საქართველო ვერ დარჩება განყენებულად იმ სივრციდან, რომელშიც ცხოვრობს,“ – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

news
ავტ.: news სექტემბერი 26, 2015 12:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics