თინა ხიდაშელი: ნებისმიეირ ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხდება ემსახურება პრიორიტეტების განსაზღვრას

news
ავტ.: news სექტემბერი 2, 2015 09:07

თინა ხიდაშელი: ნებისმიეირ ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხდება ემსახურება პრიორიტეტების განსაზღვრას

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა. როგორც მინისტრმა ამბასადორიალის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინდელი საკადრო ცვლილებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

“ამბასადორიალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინვესტივიების მოზიდვაა. ნებისმიეირ ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხდება ემსახურება პრიორიტეტების განსაზღვრას და  მათ კორექტირებას. სხვა მხრივ კი მივდივართ იმ გზით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არჩევანია. წელსაც შარშანდელის მსგავსად ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რჩება”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 2, 2015 09:07