თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად! რესპუბლიკელების ხმებს ოქროს ფასი დაედო!

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 1, 2015 00:09

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად! რესპუბლიკელების ხმებს ოქროს ფასი დაედო!

მნიშვნელოვანი

  • ირინა სარიშვილის შუაღამის ,,პოსტების,, სერია გრძელდება და ის როგორც ყოველთვის თემების აქტუალურობით და მოვლენების შეფასებათა სიმწვავით გამოირჩევა... ამჯერად სარიშვილი, სოციალური ქსელით თინა ხიდაშელის თავდაცვის შესაძლო გამინისტრებას და ირაკლი ღარიბაშვილის მდგომარეობას ეხება...

სხვა სტატიები

ირინა სარიშვილის შუაღამის ,,პოსტების,, სერია გრძელდება და ის როგორც ყოველთვის თემების აქტუალურობით და მოვლენების შეფასებათა სიმწვავით გამოირჩევა… ამჯერად სარიშვილი, სოციალური ქსელით თინა ხიდაშელის თავდაცვის შესაძლო გამინისტრებას და ირაკლი ღარიბაშვილის მდგომარეობას ეხება…
,,თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად! 🙂
რესპუბლიკელების ხმებს ოქროს ფასი დაედო!
სტამბულის ბაზარი ისვენებს! 🙂
პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის მიმართ ღარიბაშვილის ტკბილ და სათუთ დამოკიდებულებაზე ცოტა მოგვიანებით, ეხლა მე იმის შეხსენება მინდა ყველასთვის, რატომ დაუპირისპირდნენ თავის დროზე ცოლ–ქმარი ხიდაშელები (გვარი არ შემშლია, ეს ასეა 🙂 ) მიშა სააკაშვილს: რესპუბლიკურ წყვილს მაშინ გენერალური პროკურორის და სახალხო დამცველის პოსტები უნდოდა! სისხლისმსმელი ნაცებისგან ამაზე თანხმობა ვერ მიიღეს და რესპუბლიკური შვიდკაცა ოპოზიციაში გადახტა. 🙂
სულ სხვანაირად იქცევა ნიცშეს დაუძინებელი მტერი და კაცმა არ იცის, რა უფრო უარესია სიმამრის წყალობით თანამდებობაზე დარჩენილი ღარიბაშვილისთვის: თინა ხიდაშელის მინისტრობა თუ პრემიერობაზე უარის თქმა! არა, სუფთა კაცურად, მას არცერთ შემთხვევაში საფრთხე უსუფაშვილისგან არ ემუქრება: ცხვირ–პირის დანაყვას ვგულისხმობ, ყველამ იცის, რისთვისაც, მაგრამ საფრთხე, რომელიც ღარიბაშვილს მამა–მარჩენალისგან ელოდება, ბევრად აღემატება მისი სიმამრის “საქველმოქმედო” შესაძლებლობებს!
ჯერ კიდევ არის დრო… ვნახოთ, ეგებ ვინმე მაინც მოეგოს გონს ივანიშვილის სამორინეში, თუმცა ეჭვი მეპარება…
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება!
სკოლაში რა ნიშნებზე სწავლობდით, ქოცებო? 🙂
სტატუსი სამოქმედოა: კართაგენი უნდა დაინგრეს!,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 1, 2015 00:09