თინა ხიდაშელი: ვუსამძიმრებ თურქეთში დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ ამ მძიმე წუთებში

news
ავტ.: news ოქტომბერი 11, 2015 14:19

თინა ხიდაშელი: ვუსამძიმრებ თურქეთში დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ ამ მძიმე წუთებში

საქართველოს თადაცვის მინისტრი სამძიმარს უცხადებს თურქეთში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის ხელისუფლებას და სრულიად თურქ ხალხს.

თინა ხიდაშელის თქმით, ტერორიზმი, როგორც გლობალური სენი, კვლავ ტოვებს თავის ძალიან მტკივნეულ და გაუმართლებელ კვალს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებაზე

„ძალიან მძიმე და ტრაგიკული წუთებია თურქი ხალხისა და თურქეთის ხელისუფლებისთვის. მინდა ჩემი გულისტკივილი და მწუხარება გამოვხატო მომხდართან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ტერორიზმი, როგორც გლობალური სენი, ჩვენი, ყველას ერთობლივი და დაუღალავი შრომის მიუხედავად, კვლავ ტოვებს თავის ძალიან მტკივნეულ და გაუმართლებელ კვალს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებაზე. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ ამ მძიმე წუთებში,“ – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის სამძიმრის წერილში.

news
ავტ.: news ოქტომბერი 11, 2015 14:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics