თინა ხიდაშელი ესტონელ კოლეგას შეხვდა

news
ავტ.: news სექტემბერი 11, 2015 18:56

თინა ხიდაშელი ესტონელ კოლეგას შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • შეხვედრაზე სვენ მიქსერმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ესტონეთის თავდაცვის პირველმა პირმა ქართველ კოლეგასთან ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე ესტონეთი თანამშრომლობისთვის მზადაა.

სხვა სტატიები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს სვენ მიქსეს შეხვდა.

შეხვედრაზე სვენ მიქსერმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ესტონეთის თავდაცვის პირველმა პირმა ქართველ კოლეგასთან ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე ესტონეთი თანამშრომლობისთვის მზადაა.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უკვე ახორციელებს საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები „ბალტიის თავდაცვის კოლეჯში“ გაერთიანებულ საშტაბო-სამეთაურო და უმაღლეს სამეთაურო სასწავლო კურსებს ესწრებიან. ამ ეტაპზე საქართველოს უკვე 27 კურსდამთავრებული ჰყავს. თავის მხრივ, ქართული მხარე და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო, ესტონელი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ადგილების გამოყოფას უზრუნველყოფს.

„ჩვენი განსაკუთრებული სურვილია, რომ ჩვენმა მეგობრებმა საქართველოს შესახებ, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრონ იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ წარმოდგენილი არ ვართ. ამ მხრივ შეგვიძლია ესტონეთის მხარდაჭერისა და მათი ინიციატივების სრული იმედი გვქონდეს, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ლოგიკურ დასასრულამდე – წევრობამდე მიიყვანს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში ესტონეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ იმსჯელეს და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. როგორც ცნობილია, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და ამავე სფეროს შესაძლებლობების განვითარება არსებითი პაკეტის პრიორიტეტული მიმართულებაა. ესტონეთმა კიბერუსაფრთხოებისა და კიბერთავდაცვის საკითხებში ექსპერტი მოავლინა, რომელიც სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

„საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა და ნატო-სთან თავსებადობა ჩვენი პრიორიტეტია. ამ პროცესში ესტონეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩემმა ესტონელმა კოლეგამ დამიდასტურა მზადყოფნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენი მხრიდან ესტონელი სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო წვრთნაში – “Agile Spirit-2016” მოვიწვიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ესტონელი კოლეგები ვარშავის 2016 წლის სამიტამდე საქართველოსთვის ერთიანი, კონსოლიდირებული ევროპული მხარდაჭერის მოპოვება-გაძლიერების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესტონეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა 1918 – 20 წლებში ესტონეთის დამოუკიდებლობებისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

news
ავტ.: news სექტემბერი 11, 2015 18:56

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics