თინა ხიდაშელი ევროპის ქვეყნებში მიემგზავრება

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2015 20:59

თინა ხიდაშელი ევროპის ქვეყნებში მიემგზავრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ხვალიდან, სამსახურეობრივი ვიზიტით ევროპის ქვეყნებში მიემგზავრება.
როგორც “თაიმერს”  უწყებიდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში კოლეგებთან, ასევე კვლევითი ორგანიზაციებისა და უცხოური მედიის წარმომადგენლებთან გამართავს.
ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მაღალი დონის შეხვედრებით დასრულდება. “თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზანს ნატოს 2016 წლის “ვარშავის სამიტზე” ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერება წარმოადგენს. თინათინ ხიდაშელი კოლეგებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხებსაც განიხილავს”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2015 20:59