თინა ხიდაშელი: დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული წინაპარი გახდეს ყოველი მომავალი თაობის

news
ავტ.: news მაისი 26, 2015 14:43

თინა ხიდაშელი: დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული წინაპარი გახდეს ყოველი მომავალი თაობის

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთიდან მიულოცა.

როგორც თინა ხიდაშელმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ავღანეთიდან ჩართვისას განაცხადა, საქართველოს დღევანდელი თაობა ღირსეული შვილია იმ წინაპრის, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა სახელმიწფოებრიობის შენარჩუნების და თავისუფლების განმტკიცებისთვის.

„ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა შემდეგი სიტყვები: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის იდეა, რომელიც გაცილებით უფრო მეტია ერთ კონკრეტულ დოკუმენტში ჩაწერილი ფრაზა. ეს არის იდეა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების იდეა, რომლისთვისაც იბრძოდნენ თაობები და იმარჯვებდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები. სწორედ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების სურვილი ადუღაბებს და ერთ მუშტად კრავს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს დღევანდელი თაობა ღირსეული შვილია იმ წინაპრის, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა სახელმიწფოებრიობის შენარჩუნებისა და თავისუფლების განმტკიცებისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული წინაპარი გახდეს ყოველი მომავალი თაობის“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ის გარდაცვლილი მეომრებიც გაიხსენა, რომლებიც საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

„პირადად ჩემი და სრულიად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი თაობის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად“, – განაცხადა ხიდაშელმა.

news
ავტ.: news მაისი 26, 2015 14:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics