თინა ბურჯალიანი: წინა ხელისუფლებამ საქმე მოიგო, სამწუხაროდ ეს ხელისუფლება აღსრულებას ვერ ახერხებს

news
: news ივლისი 7, 2015 14:46

თინა ბურჯალიანი: წინა ხელისუფლებამ საქმე მოიგო, სამწუხაროდ ეს ხელისუფლება აღსრულებას ვერ ახერხებს

“წინა ხელისუფლებამ საქმე მოიგო, სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება აღსრულებას ვერ ახერხებს,” – ასე გამოეხმაურა რუსეთის იუსიტიციის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას თეა ბურჯალიანი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ფიქრობს, რომ 12 თვიანი ლოდინი არ იყო აუცილებელი

“წინა ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ეს საქმე მოიგო ეს ხელისუფლება კი ვერ ახერხებს მოგებული საქმის აღსრულებას ვერ ახერხებს. ეს კი ძალიან სამწუხაროა. რუსეთისგან თანხის მიღებაზე ან მექანიზმე თანხმობის მიღება შეუძლებელი იყო 12 თვის წინაც და დღესაც. ჩემთვის სამწუხარო ის, რომ პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობა საქართველოდან არ იყო. იუსტიციის სამინისტრო დაელოდა 12 თვის ამოწურვას. ამის საჭიროება არ არსებობდა. დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შორის კომუნიკაციაა შეუძლებელია. ოფიციალური შუამავალი ქვეყნებს შორის არის შვეიცარიის საელჩო. ამ ხელისუფლებიდან იმაზე ლაპარაკი, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და ვერ დაველაპარაკეთო წარმოუდგენელია, ისინი ყველაფერზე ელეპარაკებიან რაზეც უნდათ,”- აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი.

news
: news ივლისი 7, 2015 14:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,992
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics