თინამ გადაგიხადათ მადლობა, მაგრამ მე ვერ გადაგიხდით–მანანა კობახიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2015 03:09

თინამ გადაგიხადათ მადლობა, მაგრამ მე ვერ გადაგიხდით–მანანა კობახიძე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავმანანა კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ტენდენციურია და მაშინ, როცა გვამები იყო გმირთა მოედანზე ისინი სცენაზე იდგნენ მაკიაჟით თავს იწონებდნენ.

“სამწუხაროა, რომ ტენდენციურები ხართ და საკუთარ პიარზეც ბევრს მუშაობთ. ძალიან არ მომეწონა, როდესაც ჯერ კიდევ გვამები იყო გმირთა მოედანზე და სცენა გამართეთ იქ და ლამაზი მაკიაჟით თავს იწონიდით. მე თქვენ მადლობას ვერ გადაგიხდით. ჩემმა მეგობარმა თინამ გადაგიხადათ მადლობა, მაგრამ მე ვერ გადაგიხდით იმიტომ, რომ ტენდენციურები ხართ, იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობთ ხელი გაიშვიროთ ქართული ოცნებისკენ,”- თქვა კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2015 03:09