თიბილოვი: “საქართველოს ხელისუფლება დღემდე ვერ ეგუება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას თავისი საზღვრით”

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 21, 2015 22:31

თიბილოვი: “საქართველოს ხელისუფლება დღემდე ვერ ეგუება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას თავისი საზღვრით”

მნიშვნელოვანი

  • ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ "საქართველომ კიდევ ერთხელ ჩაატარა პროვოკაციების სერია სამხრეთ ოსეთის საზღვართან, იმისათვის, რომ მოკავშირეების თვალში "მსხვერპლი" ერქვათ" - ამის შესახებ საკუთარი პრეს-ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.

სხვა სტატიები

"საქართველოს ხელისუფლება დღემდე ვერ ეგუება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას თავისი საზღვრით"ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ “საქართველომ კიდევ ერთხელ ჩაატარა პროვოკაციების სერია სამხრეთ ოსეთის საზღვართან, იმისათვის, რომ მოკავშირეების თვალში “მსხვერპლი” ერქვათ” – ამის შესახებ საკუთარი პრეს-ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
მისი თქმით, გასულ კვირას ქართული მხარის მიერ სერიოზული დაარღვევები დაფიქსირდა, რომელმაც საზღვართან მორიგი პროვოკაციული ქმედებები გამოიწვია. “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი არაკანონიერი მოქმედებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ისინი ჯერაც ვერ შეეგუვნენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობას თავის საზღვრებიანად” – განაცხადა თიბილოვმა და დაამატა, რომ ისინი საზღვრების მოწესრიგებას აპირებენ, რომელზეც არა ერთხელ გააკეთეს განცხადება, მათ შორის “ჟენევის დისკუსიის ფარგლებში ქართულმა მხარემ და წარმომადგენლებმა საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით ეს ინფორმაცია დიდი ხანია გაიგეს”.
“საქართველოს თავდაცვის მინისტრი საზღვარზე თავიანთივე შექმნილი სიტუაციის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სიბრტყეზე გადატანას შეეცადა. ამასთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო, რომ რუსეთის ხელისუფლებას არანაირი კავშირი არა აქვს მოცემულ ინციდენტთან, რომელიც საქართველოში მოხდა. სამხრეთ ოსეთი ნამდვილად დაკავებულია და გააგრძელებს საზღვრის განსაზღვრას და გაკეთებას ქვეყანასთან, რომელთანაც საერთო არაფერი აქვს” – განაცხადა თიბილოვმა.
მისი აზრით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ, არც თუ ისე ცუდი სვლა იყო ქართული მხარის მიერ გაკეთებული, რომ უკრაინის მოვლენების გამო საქართველოსადმი მოდუნებული ყურადღება განეახლებინათ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 21, 2015 22:31

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics