თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დააკავეს

news
: news იანვარი 17, 2015 11:53

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დააკავეს

შსს-ს ანტიკორიფციულმა სააგენტომ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ “გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის” შიდა ქსელების სპეციალისტი, 1976 წელს დაბადებული იოსებ ნუცუბიძე და 1978 წელს დაბადებული მოქალაქე გოჩა ა. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა შემდგომი გასაღების მიზნით, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაამზადეს ყალბი მართვის მოწმობა და მოქალაქეს 300 ევროდ მიჰყიდეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პერიოდულად ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, მოქალაქეებისათვის დამზადებული 30 ცალი სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტი, მათ შორის, მართვის მოწმობები, საზღვარგარეთის პასპორტები, საბინადრო და სადაზღვევო მოწმობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

news
: news იანვარი 17, 2015 11:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics