თენგიზ ფხალაძე – რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მორიგი ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 11:30

თენგიზ ფხალაძე – რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მორიგი ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს

მნიშვნელოვანი

  • როდესაც იდგმება გაცილებით საშიში ნაბიჯები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მორიგი ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, რუსეთი აპირებს საქართველოსთან შეთანხმების გაწყვეტას იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და იხდიან სასჯელს.

სხვა სტატიები

როდესაც იდგმება გაცილებით საშიში ნაბიჯები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მორიგი ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, რუსეთი აპირებს საქართველოსთან შეთანხმების გაწყვეტას იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და იხდიან სასჯელს.
“მე არ მგონია, იმ რეალობის შემდეგ, რაც ჩვენ ამდენი წელია, გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ამ ხელშეკრულების გაუქმება უნდა გვიკვირდეს. მაშინ, როდესაც იდგმება გაცილებით უფრო საშიში ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, ამ ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ყველაფერი ჯდება იმ ერთიან პოზიციაში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამწუხაროდ ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა ფხალაძემ.
აღნიშნული შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის 1996 წლის 19 მარტს გაფორმდა. შეთანხმების გაუქმების ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ესკუთვნის, რომელსაც ასევე ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლო.
რუსეთის მთავრობამ უკვე დაუჭირა მხარი დადგენილებას, რომლითაც პრეზიდენტს მიმართავს წინადადებით, ქართულ მხარეს აცნობოს.

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 11:30