თემურ ჯანაშია – კანონში არაფერი წერია დასაცავი პირის უბედური შემთხვევებისგან დაცვის შესახებ

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 19:00

თემურ ჯანაშია – კანონში არაფერი წერია დასაცავი პირის უბედური შემთხვევებისგან დაცვის შესახებ

მნიშვნელოვანი

  • კანონში არაფერი წერია დასაცავი პირის უბედური შემთხვევებისგან დაცვის შესახებ, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ჯანაშიამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვისას განაცხადა.

სხვა სტატიები

კანონში არაფერი წერია დასაცავი პირის უბედური შემთხვევებისგან დაცვის შესახებ, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ჯანაშიამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვისას განაცხადა.
თემურ ჯანაშიამ ნაფიცი მსაჯულების პირობებში სასამართლოს ჩვენება მისცა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჯანაშიამ კომენტარი გააკეთა პროცესის დასრულების შემდეგაც. როგორც მან აღნიშნა, დაცვითი ღონისძიების ჩატარება გულისხმობს დაცვითი ღონისძიებების სრულფასოვან ჩატარებას, მოცემულ შემთხვევაში კი სხვა რამესთან გვაქვს საქმე.
“მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საქმე დაცვითი ღონისძიებების ჩატარებასთან, იმიტომ, რომ ბატონმა ზურაბ ჟვანიამ დაცვის სრული შემადგენლობა იმ გადაადგილებამდე დაითხოვა. შესაბამისად, ძაძამია ვერ ჩაითვლება პირად, ვისაც უნდა უზრუნველეყო პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოება. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის შესახებ კანონში ერთადერთი ჩანაწერი არის ის, რომ დაცვამ პირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან უნდა დაიცვას. კანონში არაფერი წერია დასაცავის პირის დაცვის შესახებ შემთხვევებისგან. ბუნებრივია შემთხვევებისგან ვერავინ დაიცავს დასაცავ პირს”, – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
მისივე თქმით, სასამართლოზე პროკურატურა დეკლარირებულად აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია თავისი ფეხით, საღ გონებაზე მივიდა იმ სახლში, სადაც იგი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. შესაბამისად, როგორც ჯანაშია ამბობს, სხვა დეტალებზე როგორიც არის საფერფლე და ა.შ. პოლიტიკოსების მხრიდან საუბარი პიარის მიზნით, ქულების დასაწერად კეთდება.

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 19:00