თემურ ქეცბაიას “ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელობა სურს

news
: news იანვარი 6, 2015 14:13

თემურ ქეცბაიას “ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელობა სურს

მნიშვნელოვანი

  • ბრიტანულ გამოცემა “Sunday Sun” საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ინტერვიუს აქვეყნებს

სხვა სტატიები

ბრიტანულ გამოცემა “Sunday Sun” საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ინტერვიუს აქვეყნებს. თემურ ქეცბაია ინტერვიუში აცხადებს, რომ შესაძლოა, “ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელობას დათანხმდეს.

ვრცელ ინტერვიუში ქეცბაია საქართველოს ნაკრების თემასაც შეეხო და ისაუბრა ნაკრებიდან წასვლის მიზეზებზე – ჟურნალისტის შეფასებით, ქეცბაია ფეხბურთის ფედერაციის მუშაობით უკმაყოფილო იყო. ყოფილი მწვრთნელი ამბობს, რომ მისთვის საკლუბო მუშაობა უფრო მიმზიდველია, ვიდრე სანაკრებო, რადგან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებთან ყოველდღიური ურთიერთობა.

„თვეზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრები დავტოვე, რადგან იქ მომავალი ვერ დავინახე. იქ ბევრი რამ იცვლებოდა, მაგრამ სასიკეთოდ არაფერი. არ შეიძლებოდა ნაკრებში ჩემი დარჩენა, რადგან იქ ისეთი რამეები ხდებოდა, რომელსაც მე არც ვეთანხმები და არც მომწონს,” – ამბობს ქეცბაია.

მისივე თქმით, “ნიუკასლი” ძალიან დიდი კლუბია, რომელსაც ფანტასტიკური გულშემატკივრები ყავს და რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს უკეთესი. ასე რომ, თუ მას ამ წინადადებას შესთავაზებენ, ის აუცილებლად დათანხმდება.

news
: news იანვარი 6, 2015 14:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics