თეთრი სახლი ნავთობს სტრატეგიული მარაგიდან გაყიდის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 9, 2015 20:31

თეთრი სახლი ნავთობს სტრატეგიული მარაგიდან გაყიდის

თეთრი სახლი მზად არის აშშ-ს სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობი გაყიდოს და შემოსული თანხები იშვიათი დაავადებების გამოკვლევებს მოახმაროს. აშშ-ს პრეზიდენტის პარაკ ობამას ადმინისტრაციამ ამის შესახებ კონგრესს უკვე მიმართა. პროგრამის დასაფინანსებლად წელიწადში 80 მილიონჯი ბარელი ნავთობის გაყიდვა იქნება საჭირო 8 წლის მანძილზე – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ამასთანავე, წარმომადგენლობითი პალატა განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსება უნდა გაიზარდოს.
აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრო მზად არის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ნავთობ-რეზერვების ინფრასტრუქტურა გააუმჯობესოს.
მიმდინარე მომენტში აშშ-ს ნავთობ მარაგი 690 მილიონი ბარელია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 9, 2015 20:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics