თეა წულუკიანი _ კოტე კუბლაშვილი იყო და დღესაც არის მარიონეტი “ნაციონალური მოძრაობის” ხელში

news
: news იანვარი 13, 2015 22:00

თეა წულუკიანი _ კოტე კუბლაშვილი იყო და დღესაც არის მარიონეტი “ნაციონალური მოძრაობის” ხელში

მნიშვნელოვანი

  • იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხარულია, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კონსულტაციების გამართვაზე მის მოწოდებას გამოეხმაურა

სხვა სტატიები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხარულია, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კონსულტაციების გამართვაზე მის მოწოდებას გამოეხმაურა. ამის შესახებ წულუკიანმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ბევრი ითქვა იმაზე, რომ მას არ ავალდებულებს კონსტიტუცია, ეს აკეთოს, მაგრამ მე მგონი, პრეზიდენტს და როგორც ჩანს, ისიც ასე თვლის, აქვს მორალური ვალდებულება, რომ იმ ძალიან დიდი კოშმარის შემდეგ, რაც კუბლაშვილის პირობებში სასამართლოში ტრიალებდა, კონსულტაციები გამართოს”, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ეს კონსულტაციები უმრავლესობასთან უნდა გაიმართოს, უმრავლესობა კი, პირველ რიგში, კოალიციას ნიშნავს და, სხვა წრეებთანაც.
წულუკიანის შეფასებით, უზენაეს სასამართლოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰყავდეს კუბლაშვილისნაირი თავმჯდომარე, “ვინაიდან ეს ჩვენი მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი უპატიებელი შეცდომა იქნება”. იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდეს.
“არის ძალიან მარტივი, მაგრამ ცნობილი პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოც ამბობს, რომ როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება რეალურად, ეს ასეთადაც უნდა იქნას დანახული საზოგადოების მიერ”, – აღნიშნა წულუკიანმა.
მან, ასევე, უპასუხა კოტე კუბლაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონდეს. “თქვენმა მზემ, თქვენ იყავით პოლიტიკურად ნეიტრალური ან პოლიტიკურად ნეიტრალურად დანიშნული. ის იყო და დღესაც არის მარიონეტი “ნაციონალური მოძრაობის” ხელში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

news
: news იანვარი 13, 2015 22:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,711
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics