თეა წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში

news
ავტ.: news იანვარი 15, 2015 11:44

თეა წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რეფორმატორი უნდა იყოს- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, მნიშვნელობა არ აქვს, კანდიდატი იქნება კოალიციიდან, თუ კოალიციის გარეთ მყოფი, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიც არის პროფესიონალიზმი, შეუვალობა, პროფესიული სინდისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლისთვის.

“ჩემს თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში და არ იქნება მუდმივად ამ რეფორმების მოწინააღმდეგე. ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი- ის უნდა იყოს რეფორმების მოსურნე და რეფორმატორი ადამიანი”, – განაცხადა წულუკიანმა.

news
ავტ.: news იანვარი 15, 2015 11:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics