თეა წულუკიანი: საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს შუღლის გაღვივებას და არეულობას

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2015 15:29

თეა წულუკიანი: საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს შუღლის გაღვივებას და არეულობას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში რაიმე ფორმით არეულობას და შუღლის გაღვივებას არ დაუშვებს.

ამ განცხადებით თეა წულუკიანი შინაგან საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მსურველი ძალის არსებობის შესახებ საუბრობდა.

„ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშულს არ ებრძვის პარლამენტი. ამას ებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველას უნდა ესმოდეს, რომ არც ეს სამინისტრო და არც მთავრობა საქართველოში არ დაუშვებს იმას, რომ საზოგადოების ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, გაღვივდეს შუღლი და მოხდეს არეულობა,“ – განაცხადა წულუკიანმა.

ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ შსს-ში ნამდვილად იყო ოპერატიული ინფორმაცია გაზაფხულზე გარკვეული ჯგუფების მიერ დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმების შესახებ.

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2015 15:29