თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურის რეფორმის შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს

news
ავტ.: news აგვისტო 4, 2015 15:20 განახლებულია

თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურის რეფორმის შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს

მნიშვნელოვანი

  • როგორც ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა დღეს განუცხადა, პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებები რეფორმის მხოლოდ პირველი ტალღაა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.

სხვა სტატიები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯანსაღად მიუდგება პროკურატურის რეფორმის თემას და კანონპროექტს ხელს მოაწერს.
როგორც ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა დღეს განუცხადა, პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებები რეფორმის მხოლოდ პირველი ტალღაა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.
“ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ევროკავშირის შემფასებლებს, რომლებიც აგვისტოს ბოლოს ჩამოვლენ თბილისში, გავაცნოთ ეს პაკეტი. ამ პაკეტში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის, ODIHR-ის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მოსაზრებები. მჯერა, რომ პარლამენტი ასევე წარმატებით უყრის კენჭს რეფორმას მეორე მოსმენით. ყველამ მინდა იცოდეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე პრეზიდენტმაც, რომელმაც საბროლოოდ ხელი უნდა მოაწეროს ამ რეფორმას, – ეს არის პირველ რიგში მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის რეფორმა. მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების დისციპლინური წესით დევნის საკითხის რეფორმა და არამც და არამც არ არის ბოლო ნაბიჯი. ეს რეფორმის მხოლოდ დასაწყისია. ამაში დეპუტატები ხელს გვიწყობენ და მინდა მადლობა ვუთხრა მათ, რადგან ეს ევროპულ გზაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ როდესაც რეფორმა მივა პრეზიდენტთან, ასევე ჯანსაღად მიუდგება ამ თემას და საქართველოს საშუალებას მისცემს, ეს რეფორმა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში რაც შეიძლება მალე იყოს ხელმოწერილი და ძალაში შევიდეს შემოდგომაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ წელს ავირჩიოთ ახალი წესით საქართველოს მთავარი პროკურორი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.

news
ავტ.: news აგვისტო 4, 2015 15:20 განახლებულია