თეა წულუკიანი: თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გახდეს

news
: news იანვარი 17, 2015 11:50

თეა წულუკიანი: თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გახდეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, თუ პარლამენტი უზენესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გახდეს.
როგორც წულუკიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, თუკი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ისეთ კანდიდატს წარადგენს, რომელსაც პარლამენტი არ მოიწონებს და მხარს არ დაუჭერს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გარკვეული პერიოდით ზაზა მეიშვილი იქნება. წულუკიანის თქმით, “ეს ის მოსამართლეა, რომელსაც ირინა ენუქიძის იმ ქვეყნად გასტუმრებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან მისი გადაწყვეტილებით, გირგვლინის საქმეზე დამნაშავეებს სასჯელი ექვსი თვით შეუმცირდა”.
“ამიტომ თუ ჩვენ მეიშვილის ხელში აღმოვჩნდებით, ყველამ, ვინც ამას ხელს შეუწყობს, პასუხი უნდა აგოს, რადგან ეს ჩვენ არ გვეკადრება და ეს ის არ არის, რისთვისაც ვიბრძოდით ყველანი – მათ შორის პრეზიდენტი”, – განაცხადა წულუკიანმა.

news
: news იანვარი 17, 2015 11:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics