თეა წულუკიანი: ვისურვებდი, ინტერპოლი სტრასბურგის სასამართლოს არ დაემსგავსოს

news
ავტ.: news აგვისტო 4, 2015 14:41

თეა წულუკიანი: ვისურვებდი, ინტერპოლი სტრასბურგის სასამართლოს არ დაემსგავსოს

ვისურვებდი, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, – ამის შესახებ იუსტიცის მინისტრმა , თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ინტერპოლის მიერ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საერთაშორისო ცირკულარიდან მოხსნის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
წულუკიანის თქმით, მას აქვს კითხვები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინტერპოლმა შეცვალა მეთოდოლოგია.
იუსტიციის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება ხელს უშლის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.
“რა თქმა უნდა, ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ხელს უშლის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. საქართველოს მხრიდან ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იქნება ეს ექსტრადირებით, თუ პატიმართა გადაცემა-გადმოცემის საკითხებში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მე მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები, თუ როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რადგან მათ მეთოდი შეცვალეს. ვისურვებდი, რომ პოლიცია, მათ შორის, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ პოლიცია პირველ რიგში დანაშაულთან ბრძოლის ინსტიტუტი უნდა იყოს.

news
ავტ.: news აგვისტო 4, 2015 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,308
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics