თეა წულუკიანთან მთავარი პორკურორობის ორი კანდიდატურაა შესული- კახა კახიშვილი და ირაკლი შოთაძე

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2015 18:36

თეა წულუკიანთან მთავარი პორკურორობის ორი კანდიდატურაა შესული- კახა კახიშვილი და ირაკლი შოთაძე

იუსტიციის მინისტრთან საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ამ დროისთვის  ორი კანდიდატურაა შესული. როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა მასთან შესულია  კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები.

”მე კონსულტაციებისთვის ვადა მაქვს 13 ნოემბრამდე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, საადვოკატო ბიუროებს, ადვოკატთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მომაწოდონ მათთვის საინტერსო კანდიდატურები. ჯერჯერობით მხოლოდ ორი შემოთავაზებაა ჩემთან შემოსული, ეს არის ბატონი კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კანდდიატურა შემოვიდეს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებს ქალ კანდიდატურაზე, რადგან 3 პირიან სიაში, რომელიც უნდა შევადგინო, მინიმუმ ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, 3 კაციან სიას 14 ნოემბერს, დილით გამოაქვეყნებს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2015 18:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics