თბილისში საქართველოს სახალხო არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2015 13:24

თბილისში საქართველოს სახალხო არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

10404437_1081697408513525_5030932178783989731_nთბილისში საქართველოს სახალხო არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
მსახიობის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.
ღონისძიებას ზინაიდა კვერენჩხილაძის ოჯახის წევრები, რუსთაველის თეატრის მსახიობები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ზინაიდა კვერენჩხილაძემ თავისი მრავალწლიანი შემოქმედებით საქართველოს უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა. მისივე თქმით, მემორიალური დაფის გახსნით, დედაქალაქის მერიამ მსახიობის უკვდავსაყოფად მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
საქართველოს სახალხო არტისტის კახი კავსაძის თქმით, ზინაიდა კვერენხილაძე იყო ქართული თეატრის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული, განსაკუთრებულად ძლიერი ტრაგიკოსი მსახიობი.
ზინაიდა კვერენჩხილაძე 1956 წლიდან რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. 1968 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1976 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ათეულობით თეატრალურ როლთან ერთად შესრულებული აქვს რამდენიმე კინო-როლიც. ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა 2011 წლის 2 სექტემბერს. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

10404437_1081697408513525_5030932178783989731_n 10432107_1081697388513527_1420686679525452648_n 11169418_1081697368513529_107436099088960202_n

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2015 13:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,749
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics