თბილისს პორტუგალიის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ხელმძღვანელი ეწვევა

თბილისს ოთხდღიანი ვიზიტით, პორტუგალიის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ხელმძღვანელი ჟოაო გონსალვის პერეირა ეწვევა.
ხვალ პორტუგალიელი სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ზვიად კვაჭანტირაძეს, საქართველო-პორტუგალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებსა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ დირექტორთან ნინო ჩიქოვანთან.
მომდევნო დღეებში ჟოაო გონსალვის პერეირა ცალკეული სამინისტროების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
პორტუგალიის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ხელმძღვანელი თბილისს 4 ივნისს დატოვებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისააკაშვილმა აპარატის ჩინოვნიკების შემცირებით დაიწყო…
შემდეგი სტატიაინდოეთში ჯაშუში მტრედი დააპატიმრეს (+VIDEO)