თბილისობა 2015–სთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი უკვე გამოყოფილია

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 21:55

თბილისობა 2015–სთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი უკვე გამოყოფილია

10 დღეში თბილისობის მთავარი ღონისძიებები ტრადიციულად, ისევ რიყეზე გაიმართება. მშვიდობის ხიდი, ევროპის მოედანი და რიყის პარკი ღონისძიებების ეპიცენტრი 2 დღის განმავლობაში იქნება. 1 მილიონ ლარამდე თანხა თბილისის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია, 500 ათას ლარზე მეტი გასართობ ღონისძიებებში დაიხარჯება.

ღონისძიებებისთვის თანხა პირდაპირი შესყიდვის წესით დაიხარჯება. ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისობისთვის საჭირო ინვენტარი დედაქალაქის მერიამ წლის დასაწყისში გამოცხადებული ტენდერის დროს შეიძინა, უშუალოდ ამ დღის ტენდერებზე კი თავად ორგანიზატორებს საუბარი უჭირთ.

როგორ დახარჯა მერიამ თბილისობისთვის თანხები ინფორმაცია არ აქვთ არც თბილისის საკრებულოში. საბიუჯეტო თანხის ხარჯვის ნაწილში შეკითხვები აქვს ოპოზიციას, საკრებულოს უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ მერიამ თბილისობის დღესასწაულისთვის პროგრამის გასაჯაროება ხელოვნურად დააგვიანა, რის გამოც ტენდერების ჩატარება ვეღარ მოხერხდა. ოპოზიცია პირდაპირი შესყიდვის წესში კორუფციული გარიგებების რისკს ხედავს.

თბილისობა 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება.

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 21:55

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics