თბილისი-წავკისის გზაზე ბეტონმზიდი იწვის

ამ წუთებში თბილის-წავკისის გზაზე ბეტონმზიდი იწვის და ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.