თბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 65 პროცენტით გაიზარდა

2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 65 პროცენტით გაიზარდა.

2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ ჯამში 87 ათას,367 მგზავრია გადაყვანილი.

ამჟამად, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას 4 ავიაკომპანია, მათ შორის, „საქართველოს ავიახაზები“ ახორციელებს. შარშან ანალოგიურ პერიოდში ოპერირებდა მხოლოდ ორი ავიაკომპანია – „საქართველოს ავიახაზები“ და „S7 Airlines“.

აღნიშნული მიმართულებით, მგზავრთა ნაკადის კიდევ უფრო მატება, ზაფხულის სეზონის განმავლობაშია მოსალოდნელი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“პრემიის სახით 16 სამინისტროში ჯამში 48 მილიონი ლარი დაიხარჯა” – ნაციონალური მოძრაობა
შემდეგი სტატიაოლიმპიური ცეცხლი ნინოწმინდაშია