თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამა ამოქმედდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 14:16

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამა ამოქმედდა

სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად ამ პროგრამისთვის ბაღის გადამზადებული მეთოდისტები და აღმზრდელები 5-6 წლიანი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის უნარ-ჩვევების შესწავლას დაიწყებენ.

უნარ-ჩვევები კი ბავშვებისთვის ხელისშემწყობი იქნება სკოლაში ტრანზაციის პროცესის დროს.

სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც თამაშით სწავლებას გულისხმობს, ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას ითვალისწინებს. პროგრამა ხელს შეუწყობს აღსაზრდელის მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარებას.

რაც შეეხება საჯარო სკოლებში გამოყოფილ ფართებში სასკოლო მზაობის პროგრამის გავლის მსურველებს, მათი რეგისტრაცია 12 ოქტომბერს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge დაიწყო, რომელიც 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 14:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics