თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსამართლესა და ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გარემოცვის ერთ-ერთ წევრს შორის ნათესაური კავშირის არსებობისა და მოსამართლის მიერ ქრთამის აღების თაობაზე ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ე.წ “კაბელების საქმის” განმხილველი მოსამართლის მიმართ მიმდინარე ცილისმწამებლურ კამპანიას. კერძოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, მოსამართლესა და ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გარემოცვის ერთ-ერთ წევრს შორის ნათესაური კავშირის არსებობისა და მოსამართლის მიერ, ქრთამის აღების თაობაზე. ასევე, მიუთითებენ სასამართლოს მხრიდან წინასასამართლო ეტაპის განზრახ გაჭიანურების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია და ჯერ ისევ წინასასამართლო განხილვის ეტაპზეა, შესაბამისად, ბრალდებულების მიმართ არ დამდგარა შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მხარეების, საზოგადოების წევრების, საქმის მიმდინარეობით დაინტერესებული სხვა პირების და პოლიტიკოსების მხრიდან მედიასაშუალებებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ხელს უწყობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და შეიცავს მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზემოქმედების მცდელობის ნიშნებს”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლო მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების ავტორებს მოუწოდებს, მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას სიფრთხილით მოეკიდონ, ასევე, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და ზემოხსენებული ფაქტების შესახებ, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშივაკეში 5000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება
შემდეგი სტატიამე-11 კლასელთა საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს