თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა

news
ავტ.: news ივნისი 29, 2015 13:10

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა. როგორც ,,თაიმერს”
“თელასიდან ” აცნობეს, ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: ძმები ზუბალაშვილების ჩიხის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ბაქრაძის, ზანდუკელის, კოსტავას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ვაშლოვანის, ნიკოლაძის, ეკალაძის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, მილორავას, ბელინსკის, ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, ბესიკის, შევჩენკოს და აბაკელიას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გარიშვილების, კაკაბაძის, სადმელის, ამირანაშვილის, ველისციხის, სიხარულიძის, ჟღენტის, ჩარგლის, ურეკის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, შტილის, საჩხერის, ცოდნისკარის, ქსნის და არბოს ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას I შესახვევის, ვერეს შესახვევის, ვერის პარკის, ინგოროყვას, სულხან-საბას, ლეონიძის, ჩიტაძის, ასათიანის, ქუთათელაძის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის და კვალის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, მარნეულის, ვაგზლის, სადგურის და უცნობის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: ხონის, სალხინოს, სენაკის, ლებარდოს, ქვალონის, ცაიშის, გივიშვილის, ჭალადიდის, ასხინის, აბაშის, ლანჩხუთის, ტაშირის, თეკლეთის, დოდო აბაშიძის და მაიაკოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფიანის, ფოთის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ცაბაძის, ევდოშვილის და გაფრინდაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ჭილაძის ქუჩების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის, პეტრიწის, მეფე მირიანის და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, აეროპორტის დასახლების, ორხევის გასასვლელის, ჯავახეთის I და III შესახვევის, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის და თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: ხახანაშვილის, ახმეტის, წინანდლის და გუთნის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

news
ავტ.: news ივნისი 29, 2015 13:10