თბილისის მთავრობამ გარემოსდაცვითი სტრატეგია მოამზადა

news
ავტ.: news აგვისტო 5, 2015 12:30

თბილისის მთავრობამ გარემოსდაცვითი სტრატეგია მოამზადა

მნიშვნელოვანი

  • თბილისის მთავრობამ დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგია მოამზადა, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. დედაქალაქის მთავრობას დღეს დოკუმენტი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა გააცნო.

სხვა სტატიები

თბილისის მთავრობამ დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგია მოამზადა, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. დედაქალაქის მთავრობას დღეს დოკუმენტი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა გააცნო. სტრატეგიას, სხდომის დაწყებისას, ქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. თბილისის მერის თქმით, გარემოსდაცვითი სტრატეგია საკმაოდ ღრმა და ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
“დოკუმენტის უმთავრესი მიზანი არის ის, რომ თბილისი მწვანე ქალაქად იქცეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, გამწვანების სტრატეგია, კონკრეტული ქმედებები, რაც დედაქალაქის მმართველობაში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ, მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ თვალსაზრისით ჩვენი აქტივობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, გარდა იმისა, რომ გვექნება კონკრეტული დოკუმენტი, ამ დოკუმენტის შესრულება სავალდებულო იქნება ყველასთვის”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ თბილისში გაუმჯობესდა გარემოსდაცვითი და დასუფთავებისთვის სააჭირო ღონისძიებები, შეძენილია ახალი ტექნიკა და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ათასობით კონტეინერი. ამასთან დავით ნარმანიამ თბილისელებს მიმართა, რომ იზრუნონ გარემოს გაუმჯობესებისთვის და ხელი შეუწყონ იმას, რომ არ დაბინძურდეს გარემო.

news
ავტ.: news აგვისტო 5, 2015 12:30