თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მომავალ კვირას მივა

news
ავტ.: news აპრილი 2, 2015 11:15

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მომავალ კვირას მივა

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მომავალ კვირას მივა, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, იგი მომავალ კვირას აუცილებლად წარდგება საკრებულოში ანგარიშით.
“კონკრეტული თარიღი საკრებულოსთან კონსულტაციების საფუძველზე ამ დღეებში დაზუსტდება. მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას, მათ შორის მწვავე კითხვებსაც”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის საკრებულოში მისვლას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ.

news
ავტ.: news აპრილი 2, 2015 11:15

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics