თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 6, 2015 19:32

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • ზემოაღნიშნული ბრძანება 2015 წლის 6 აპრილიდან ამოქმედდა, ცოტნე დადიანის გამზირის გარკვეული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე კი სახელმწიფო შესყიდვა ცვლილებებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნები ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სხვა სტატიები

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცოტნე დადიანის გამზირის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ლეგიტიმურად, კანონის სრული დაცვით განხორციელდა.

“ქალაქ თბილისის მერია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცოტნე დადიანის გამზირის მონაკვეთის, „მალაკნების“ ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე, კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ლეგიტიმურად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით და იმ მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, რასაც ტენდერის გამოცხადებისას აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა.

ამასთან, გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტენდერში გათვალისწინებული არ იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 აპრილის N3 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება, სრულიად უსაფუძვლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 20 იანვარს, ხოლო ხელშეკრულება შპს „ძამა“-სთან გაფორმდა 2015 წლის 24 თებერვალს. ბუნებრივია, რომ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა კანონში არარსებული ჩანაწერი.

2015 წლის 6 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N3 ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მე-9 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ იქნა „მითითება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ წესის მე-11 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად. ამავე ბრძანების მე-11 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას“.

ზემოაღნიშნული ბრძანება 2015 წლის 6 აპრილიდან ამოქმედდა, ცოტნე დადიანის გამზირის გარკვეული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე კი სახელმწიფო შესყიდვა ცვლილებებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნები ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

news
ავტ.: news ოქტომბერი 6, 2015 19:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics