თბილისის ზღვაზე 16 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ

news
ავტ.: news მაისი 5, 2015 15:21

თბილისის ზღვაზე 16 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ

16 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ. არასრულწლოვანის ცხედარი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იპოვეს.

ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეა.

როდესაც 16 წლის მოზარდი მაშველებმა იპოვეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

მაშველები არ საუბრობენ, რა მდოგმარეობაში იყო ცხედარი, რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა მას, ან საერთოდ თუ აღენიშნებოდა დაზიანებები. თუმცა ამბობენ რომ 16 წლის გოგონა წყალს არ გამოურიყავს და ის გარდაცვლილი სანაპიროებზე ერთ-ერთი ხის ქვეშ იპოვეს.

ამ ეტაპზე უცნობია ყავს თუ არა ფაქტს უშუალო თვითმხილველები, თუმცა ის მოსახლეობა, რომელიც პოლიციის მუშაობას შეესწრო ამბობენ , რომ იმ მახასიათებლებით, რაც ცხედარს აღენიშნებოდა სავარაუდოა რომ ეს ყოფილიყო სუიციდი.

დეტალებზე არ საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ეტაპზე ერთადერი ცნობილია ის ფაქტი, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობის.

news
ავტ.: news მაისი 5, 2015 15:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics