თბილისის აეროპორტში დამლაგებლები გაიფიცნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 27, 2015 13:59

თბილისის აეროპორტში დამლაგებლები გაიფიცნენ

aeroportiთბილისის აეროპორტში დამლაგებლები გაიფიცნენ, – აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. დილის 8 საათიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არ ლაგდება. აეროპორტის დამლაგებლები გაფიცულები არიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ.გაფიცულები დაზღვევას, კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფას და ხელფასის მომატებას ითხოვენ.

“კურიერთან” საუბრის დროს დამლაგებლები კომპანია დოქტარ როდგერის ხელმძღვანელს, ირინა ჭელიძეს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.როგორც ისინი აცხადებენ, როდესაც ჭელიძეს მათ მთხოვნები წარუდგინეს, ხელმძღვანელმა ისინი კაბინეტიდან გამოყარა და იყო ფიზიკური შეურაცხყოფა. ბოლოს 2 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაკეთდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში. მათ კომპანიას პრობლემის მოსაგვარებლად 3 დღე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტის გაუქმებას გეგმავენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 27, 2015 13:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics