თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმში ჩინეთის 200 ბიზნესმენი მონაწილეობს

news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2015 10:57 განახლებულია

თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმში ჩინეთის 200 ბიზნესმენი მონაწილეობს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოსა და მთლიანად რეგიონში არსებულ ბიზნესშესაძლებლობები იყო მთავარი თემა, რომლის შესახებაც თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმზე დღეს დისკუსია გაიმართა.

სხვა სტატიები

საქართველოსა და მთლიანად რეგიონში არსებულ ბიზნესშესაძლებლობები იყო მთავარი თემა, რომლის შესახებაც თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმზე დღეს დისკუსია გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის სავაჭრო ცენტრის როლზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საინვესტიციო ფორუმი ბიზნესებს შორის წარმატებული თანამშრომლობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

„გულწრფელად მივესალმები სადისკუსიო ჯგუფის ყველა წევრსა და მომხსენეელს. მადლობას მოვახსენებ პირადად ბატონ შუქრატ ზაქირს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან უიგურის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორს. როგორც ჩინეთის დასავლეთით მდებარე უკიდურესი კარიბჭე ცენტრალური აზიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე, სინძიანი ბუნებრივად არის საქართველოს პარტნიორი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო კავშირების განმტკიცების საქმეში. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა. მადლობას მოვახსენებ თქვენს მთავრობებს ამ ფორუმის მხარდაჭერისთვის. ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობს ჩინეთის 200 ბიზნესმენი, რაც ცხადყოფს, რამდენად სერიოზულად ეკიდება ჩინეთი აბრეშუმის გზის განვითარებას და რამდენის შეთავაზება შეუძლია საქართველოს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2015 10:57 განახლებულია