თა წულუკიანი: იმედი მაქვს, რომ გომელაური ამ სამინისტროს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს

news
ავტ.: news იანვარი 27, 2015 12:05

თა წულუკიანი: იმედი მაქვს, რომ გომელაური ამ სამინისტროს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას მიესალმება.
თეა წულუკიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი მისი და მისი თანაგუნდელების თანამებრძოლი იყო უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ.
იუსტიციის მინისტრი წარმატებას უსურვებს ვახტანგ გომელაურს და იმედოვნებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ხელმძღვანელობით საზოგადოების იმედსა და მოლოდინს გაამართლებს.
“ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად, “ქართულ ოცნებასთან” ერთად იყო ბრძოლაში – ბრძოლაში ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ ის ამ სამინისტროს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამართლოთ ხალხის იმედი, ის მოლოდინი, რისთვისაც აგვირჩიეს და დაგვნიშნეს ამ თანამდებობებზე”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაური გუშინ წარადგინა.

news
ავტ.: news იანვარი 27, 2015 12:05

Google სტატისტიკა


3,734
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics