თამაშის და ხუმრობის დრო აღარ რჩება-კონსტანტინე გამსახურდია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 21, 2015 18:14

თამაშის და ხუმრობის დრო აღარ რჩება-კონსტანტინე გამსახურდია

იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება:
“მეგობრებო, საბოლოო ჯამში ისეა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობით იერიში მიტანილია არა ერთ, ორ ან მეტ ადამიანზე, (რასაკვირველია მათზეც) არამედ ზოგადად ქართულ სახელმწიფოზე.
ეფექტური, სწრაფი და კომპლექსური გამოძიება ეს გადაუდებელი საქმეა და უნდა ჩატარდეს. ამასთანავე ბოლომდე და ამომწურავად უნდა იქნეს გამოძიებული წარსულის ყველა საქმე (ვაზაგაშვილის, რობაქიძის და სხვების) და დასახელებული უნდა იქნეს ყველა მოძალადე. ასევე აუცილებლად მიმაჩნია ფიქრი იმაზეც, რომ საჭიროებიდან გამომდინარე ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობასთან მიახლოებული რეჟიმი, სადაც სრულად იქნება ჩართული ჯარი, შსს-ს შემადგენლობა, სპეცსამსახურები და საგანგებო სიტუაციათა სამსახური, ასევე კარგი იქნება მოხალისეთა მხრიდან პატრულირებაც. ყველაფერი 24 საათიან მუშაობის რეჟიმზე, თამაშის და ხუმრობის დრო აღარ რჩება!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 21, 2015 18:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics