თამარ კორძაია: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა წლის განმავლობაში

news
: news იანვარი 15, 2015 12:50

თამარ კორძაია: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა წლის განმავლობაში

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა წლის განმავლობაში, ამიტომ მას სათანადო პატივი უნდა მივაგოთ, – ასეთ კომენტარს აკეთებს დეპუტატი თამარ კორძაია საქართველოს პრეზედენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლაზე მთავრობის წარმომადგენლების დასწრების საკითხთან დაკავშირებით.
“ვინ როგორ გადაწყვეტს საკუთარი ქმედებით პატივის გამოხატვას, ეს ინდივიდუალური საკითხია. ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებილება, როცა სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსადალი გამოდის ასევე კონსტიტუციური ორგანოს წინაშე, ეს არის კონსტიტუციური რანგის და მნიშვნელობის ღონისძიება”, – აცხადებს თამარ კორძაია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.

news
: news იანვარი 15, 2015 12:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics