თამარ ბერუჩაშვილი – საჰაერო მიმოსვლაზე საუბარი აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში დაიწყო

news
: news იანვარი 16, 2015 20:54

თამარ ბერუჩაშვილი – საჰაერო მიმოსვლაზე საუბარი აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში დაიწყო

მნიშვნელოვანი

  • საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთთან რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით დიალოგი აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში დაიწყო.

სხვა სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთთან რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით დიალოგი აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში დაიწყო.

ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მიმოწერის გასაჯაროების თემას გამოეხმაურა, სადაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზეა საუბარი.

“ამის შემდეგ შესაბამისი უწყებები, საავიაციო სამსახურები მუშაობდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. ის შეთანხმება, რომელიც ჩამოყალიბდა მხარეთა შორის, როგორც წესი, წესის დაცვით შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის შესაბამის უწყებებს გადაეცა. დეტალები, შეთანხმება, პრობლემები, ეს ალბათ კითხვებია იმ უწყებების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან ამ პროცესში”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანიმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორს მიმოწერა გაასაჯაროა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, 2014 წლის 26 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით, გამოუგზავნა ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის.

news
: news იანვარი 16, 2015 20:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics