თამარ ბერუჩაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

news
ავტ.: news თებერვალი 6, 2015 20:10

თამარ ბერუჩაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, იან ელიასონს შეხვდა.

სხვა სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, იან ელიასონს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი დრო რეგიონში მიმდინარე პროცესებს დაუთმეს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის საფრთხეზე, კერძოდ, რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულებასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ანალოგიური დოკუმენტის პროექტზე გაამახვილა. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში გაერო-ს სააგენტოების საქმიანობა და ორმხრივი თანამშრომლობის პროექტები. ქართული მხარის მიერ აღინიშნა გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.
თამარ ბერუჩაშვილმა იან ელიასონი საქართველოში მიიწვია.

news
ავტ.: news თებერვალი 6, 2015 20:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics