თამარ ბერუჩაშვილი: ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება საქართველოს მთავრობის რეფორმების გამარჯვებად უნდა ჩავთვალოთ

news
ავტ.: news იანვარი 15, 2015 13:59

თამარ ბერუჩაშვილი: ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება საქართველოს მთავრობის რეფორმების გამარჯვებად უნდა ჩავთვალოთ

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება უნდა ჩავთვალოთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს მთავრობის რეფორმებისა, – ამის შესახებ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ვერშბოუს განცხადება, რომელიც მან ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ალიანსში და რომ რეფორმების თვალსაზრისით, საქართველომ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა.

“შესაბამისად, მინდა ჩავთვალოთ და გავიზიაროთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ წევრობას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა.

“ყველა ინსტრუმენტი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა. ნატო-სა და საქართველოს მყარი პარტნიორიობა აქვს ავღანეთში მაღალი თავსებადობის ძალების მისიის წყალობით”, – დაწერა ალექსანდრე ვერშბოუმ “ტვიტერზე”.

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გუშინ გაიმართა.

news
ავტ.: news იანვარი 15, 2015 13:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics