თამაზ ურთმელიძეს გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი არ დაიკითხება

news
: news ნოემბერი 2, 2015 13:37

თამაზ ურთმელიძეს გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი არ დაიკითხება

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის შესახებ, არ დააკმაყოფილა. ურთმელიძის განმარტებით, საქმეში უნდა იყოს მტკიცებულება, რაც ივანიშვილის რუსთავი ორთან კავშირს დაადასტურებს. მისი თქმით, ყოფილ პრემიერმინისტრს საქმესთან შემხებლობა არ აქვს. რაც შეეხება ოქრუაშვილს, ურთმელიძის განმარტებით, მას შესაძლოა, შემხებლობა ჰქონდეს, მაგრამ საქმე უკვე პაექრობის ეტაპზეა გადასული.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატებმა ივანიშვილის და ოქრუაშვილის მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დააყენეს. მათ სხდომაზე ივანიშვილის 2012 წლის ინტერვიუს ნაწილი აჩვენეს, რომელიც ქართული ოცნების ლიდერთან ობიექტივის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ჩაწერა. ვიდეოში ივანიშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მეპატრონე ქიბარ ხალვაში შემთხვევით იყო.

news
: news ნოემბერი 2, 2015 13:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics