თამაზ სუხიაშვილს დღეს ხაშურში დაკრძალავენ

news
ავტ.: news იანვარი 27, 2015 11:49

თამაზ სუხიაშვილს დღეს ხაშურში დაკრძალავენ

ქართველი სამხედრო უკრაინაში პრორუს ძალებთან შეტაკებისას 17 იანვარს დაიღუპა. სუხიაშვილის ცხედარი საქართველოში 21 იანვარს ჩამოასვენეს.

თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც გარდაცვლილი ხაშურში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, 17 იანვარის ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა. გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ხაშურის მკვიდრი თამაზ სუხიაშვილი იყო, რომელიც 25 იანვარს 37 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

news
ავტ.: news იანვარი 27, 2015 11:49