თამაზ სუხიაშვილის ცხედარს დღეს ღამით, კიევი-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 17:34

თამაზ სუხიაშვილის ცხედარს დღეს ღამით, კიევი-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ

გადმოსვენებასთან დაკავშირებით საჭირო ორგანიზაციული და ფინანსური პროცედურები საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტი ასევე საორგანიზაციო და ფინანსური თვალსაზრისით ეხმარება ოჯახს, რათა გარდაცვლილი სათანადო პატივით იქნას დაკრძალული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის ჩამოსვენების ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საქართველოში უკრაინის ელჩი, საქართველოში უკრაინის სამხედრო ატაშე დაესწრებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 17:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics