თამაზ სუხიაშვილის ცხედარს დღეს კიევში გადმოასვენებენ

news
: news იანვარი 20, 2015 20:33

თამაზ სუხიაშვილის ცხედარს დღეს კიევში გადმოასვენებენ

თამაზ სუხიაშვილის ცხედარი დნეპროპეტროვსკშია გადასვენებული, სადაც უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კიევის დროით ღამის 12 საათზე, ცხედარს კიევში გადმოსვენებენ. ხვალ კი კიევის ცენტრში გაიმართება სამოქალაქოს პანაშვიდი, რომელსაც დაესწრებიან როგორც საელჩოს წარმომადგენელები, ასევე უკრაინის მთვარობის წევრები.

„გადასვენებისთვის ყველაფერი მზად არის. ხვალ სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება საქართველოში. ინფორმირებულია ოჯახი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,“- აცხადებს ვიცეკონსული, თემურ კერესელიძე.

კიევში ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის წევრები. ქართული დელეგაცია ხვალინდელ სამოქალაქო პანაშვიდში მონაწილეობას მიიღებს.

დეპუტატებმა დღეს გამართეს შეხვედრები, სადაც საუბარი იყო უკრაინის მხარდაჭერაზე. როგორც ქართველი დეპუტატები აცხადებენ, უკრაინას ახლა სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და შეხვედრების დროს, ძირითადად, სწორედ ამ თემებზე იყო საუბარი.

news
: news იანვარი 20, 2015 20:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,973
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics