თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტს უნდა, რომ ხავერდოვნად გადაიბაროს, ან ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობასთან გაიყოს

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 15:25

თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტს უნდა, რომ ხავერდოვნად გადაიბაროს, ან ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობასთან გაიყოს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებზე დღეს საფინანსო და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. მანამდე უმრავლესობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

“რატომ არ შეეძლო მას წარმოედგინა თავისი შენიშვნები როგორ შეიძლებოდა მაქსიმალურად დამოუკიდებელი სააგენტოს ფარგლებში მომხდარიყო ამ კანონის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მე არ შევალ არანაირ მსჯელობაში, რადგან ის ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკურად არსებული სტატუსქვო, როდესაც ეროვნული ბანკი ემსახურება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიზნებს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს შეუერთდა ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელსაც უნდა ხავერდოვნად გადაიბაროს ან გაიყოს ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობასთან,”-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 15:25